logo
ENG



მარინა ენდელაძე: არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

11 მარ 202019:09
3 წუთის საკითხავი
 
vbffb1fp7tah5kv.jpg

„არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ - ამ განცხადებას ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აკეთებს.

მისი განცხადებით, მიმდინარეობს ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტების დაკვირვება და მკურნალობა. ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, მას შედარებით დადებითი დინამიკა აქვს.

„ამ მომენტისათვის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში იმყოფება 45 პაციენტი. მათ შორის 20 გახლავთ კოვიდ 19-ით ინფიცირებული. მიმდინარეობს მათი მკურნალობა. მდგომარეობა სტაბილურია. ერთი პაციენტი, რომელიც მძიმედ გახლდათ შედარებით მცირედი დადებითი დინამიკა აქვს. დღეს მივიღეთ 8 პაციენტის პასუხი, მათგან ყველა უარყოფითი იყო. არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ფასდება როგორც მსუბუქი შემთხვევა. ზოგადად პაციენტის შემოსვლის დროს მსუბუქი მდგომარეობაა, მაგრამ ველოდებით ხოლმე მდგომარეობის გაუარესებას, რადგან ეს ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი თვისებაა. ყველა პაციენტის მართვა ხერხდება, რაიმე განსაკუთრებული ჩარევები და ინტენსიური თერაპია მათ არ დასჭირვებიათ.“ - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსნებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევა ფიქსირდება.


close დახურვა